loader

"ოქრო შევიძინე, 2 წელში კი ვერცხლისფერი გახდა" - ერთადერთი საშუალება, რითაც შეძლებთ გაიგოთ, რომ ოქროს ნაკეთობა ყალბია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოქრო შევიძინე, 2 წელში კი ვერცხლისფერი გახდა" - ერთადერთი საშუალება, რითაც შეძლებთ გაიგოთ, რომ ოქროს ნაკეთობა ყალბია

სოციალურ ქსელში უამრავ კომენტარს იპოვით, სადაც სავარაუდო დაზარალებულები ჩივიან, რომ რეალიზატორებმა დაბალი ხარისხის ოქრო მაღალი სინჯის ფასად მიჰყიდეს.

ოქროს ხარისხის დასადგენად უტყუარი და ერთადერთი საშუალება, ექსპერტთან გადამოწმებაა, რომელიც დადასტურებულ დასკვნას გაძლევთ რა ხარისხის ოქროს ყიდულობთ. თუმცა ბოლო პერიოდში მომხმარებლის მხრიდან ამ ნაწილშიც ჩნდება კითხვები, ფიქრობენ, რომ ექსპერტის სანდოობა საეჭვოა და ცრუ დასკვნის დაწერა, რეალიზატორთან შეთანხმებით ხშირად ხდება, შესაბამისად მუდმივად ეძებენ სანდო ხალხურ მეთოდს, ოქროს ხარისხის დასადგენად. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ტრადიციული მეთოდებით სინჯის დადგენა შეუძლებელია.