loader

რას ამბობს სუს-ის უფროსი ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს სუს-ის უფროსი ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე?

პირველად ვნახეთ ასეთი სერიალები? სასაცილოა, რა უნდა გამოვიძიოთ?! - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის მიზანი გარკვეული აჟიოტაჟის შექმნა და ასევე, პოლიტიკოსების და მისი ოჯახის წევრების მოსმენაში საკუთარი ქვეყნის სპეცსამსახურის დადანაშაულება იყო.

ლილუაშვილი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და „რატომღაც ეს შოუები სპეციალურად ეწყობა“.