loader

“საქართველოს მომავალი კი ევროპაშია” - “მგზავრები“ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ იმღერებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“საქართველოს მომავალი კი ევროპაშია” - “მგზავრები“ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ იმღერებენ

ჯგუფი “მგზავრები“ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე არ იმღერებენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, “კონცერტი გაუქმებულია, საქართველოს მომავალი კი ევროპაშია.“

"მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, გავრცელებული ინფორმაცია კონცერტთან დაკავშირებით არის გაუქმებული.

საქართველოს მომავალი ევროპაშია“, - წერს “მგზავრები“ სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნით ადრე, თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვის უბნის პარკს გახსნის, ცერემონიას კი მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი “მგზავრები“.