loader

რა სურათი დახვდა პოლიციას დაღუპული მომღერლის სასტუმრო ოთახში? - პროკურორები ამბობენ, რომ ლიამ პეინი "ნახევრად გონზე" ან სრულიად უგონო მდგომარეობაში იყო, როდესაც სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა სურათი დახვდა პოლიციას დაღუპული მომღერლის სასტუმრო ოთახში? - პროკურორები ამბობენ, რომ ლიამ პეინი "ნახევრად გონზე" ან სრულიად უგონო მდგომარეობაში იყო, როდესაც სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა

არგენტინის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, მომღერალი ლიამ პეინი შესაძლოა "ნახევრად გონზე" ან სრულიად უგონო მდგომარეობაში იყო, როდესაც სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადმოვარდა.

არგენტინულმა ჟურნალმა Clarin-მა გამოაქვეყნა ლიამ პეინის ძვირადღირებული ლუქსის რამდენიმე ფოტო, სადაც აღბეჭდილია დამტვრეული ტელევიზორი, თუნუქის ფოლგა და თეთრი ფხვნილი. ფოტოებზე ასევე ჩანს ხის მაგიდის დამწვარი ზედაპირი.

დეტექტივები ადასტურებენ, რომ სასტუმროს ნომრიდან ამოღბულია ნივთიერებები, რაც მიუთითებს, რომ ლიამ პეინი ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. სტატიაში ნათქვამია, რომ პოპვარსკვლავი გარდაცვალებამდე სასტუმრო ოთახში მარტო იმყოფებოდა.

პროკურატურამ სასტუმროს პერსონალის მიერ 911-ში შესული ზარის შინაარსი გაავრცელა, სადაც თანამშრომელი იტყობინებოდა "აგრესიული მამაკაცის შესახებ, რომელიც "ამტვრევდა თავის ოთახს" და ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ შეიძლება ყოფილიყო".

31 წლის ვარსკვლავი გუშინ არგენტინის დედაქალაქში, სასტუმრო Casa Sur-ის მეზოში მესამე სართულიდან გადმოვარდა.