რიტა ორა სცენაზე ატირდა, როდესაც ლიამ პეინთან ერთად ჩაწერილი დუეტი იმღერა - მომღერალი ტრაგიკულად დაღუპულ კოლეგას გამოემშვიდობა
რიტა ორამ One Direction-ის ვარსკვლავის, ლიამ პეინის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ჩინეთში კონცერტი გამართა და ლიამთან ერთად 2018 წელს ჩაწერილი დუეტი "For You" იმღერა, რომელიც ფილმის "Fifty Shades Freed"-ის საუნდტრეკია.
მომღერალმა ცრემლები ვერ შეიკავა და სცენაზე ატირდა.
31 წლის ლიამ პეინი ოთხშაბათს საღამოს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.