loader

"საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა... არჩევნებზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს სვლა ევროპისკენ თუ მისგან დაშორება" - ჯოზეფ ბორელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა... არჩევნებზე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს სვლა ევროპისკენ თუ მისგან დაშორება" - ჯოზეფ ბორელი

საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„საქართველოში აშკარად დემოკრატიული უკუსვლაა. შემდეგი არჩევნები სიმართლის მომენტი იქნება და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სვლა, ევროპისკენ თუ მისგან დაშორება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მომენტია და ქართველებისთვის კიდევ უფრო, რადგან სასწორზე ქვეყნის მომავალი დევს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.