loader

“შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს" - რა განაცხადა პრეზიდენტმა Politico-სთან ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს" - რა განაცხადა პრეზიდენტმა Politico-სთან ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ?

სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან საუბრისას განაცხადა, რომ, შესაძლოა, არსებობს გეგმა, რომლის თანახმადაც, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთისკენ უნდა შეტრიალდეს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს მოსკოვთან კავშირები, რაც ბოლო დროს კიდევ უფრო მჭიდრო გახდა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმის იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ და “ქართული ოცნება” კონსტიტუციურ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.

მან ისიც აღნიშნა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება მოიპოვოს, ვინაიდან საარჩევნო თაღლითობის შესაძლებლობა არსებობს.

ზურაბიშვილის არ არის დარწმუნებული, თუ რა პოლიტიკას გააგრძელებს “ქართული ოცნება” გამარჯვების შემთხვევაში - ეცდება თუ არა რადიკალური დაპირებების შესრულებას, როგორიც, მაგალითად, არის ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა.

“შეთქმულების თეორიებით დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ ეს შეიძლება გეგმა იყოს. შესაძლოა ის იყოს, რომ [ივანიშვილის] მოსკოვთან კავშირები ჯერ კიდევ არსებობს და უფრო მჭიდრო გახდა…" - განაცხადა ზურაბიშვილმა.