loader

"მე არ ვარ მოპარული ბავშვი... გამაშვილეს... მამა ცოლიანი იყო, დედა კი 21 წლის იყო და არ იყო გათხოვილი" - თამუნა მუსერიძის თქმით, მისმა ბიოლოგიურმა მამამ შვილის არსებობის შესახებ არ იცოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე არ ვარ მოპარული ბავშვი... გამაშვილეს... მამა ცოლიანი იყო, დედა კი 21 წლის იყო და არ იყო გათხოვილი" - თამუნა მუსერიძის თქმით, მისმა ბიოლოგიურმა მამამ შვილის არსებობის შესახებ არ იცოდა

მე არ ვარ მოპარული ბავშვი, გამაშვილეს. მამა იყო ცოლიანი, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი, დედა არ იყო გათხოვილი, იყო 21 წლის და მოხდა ეს ამბავი. მესმის ოჯახის განცდები, იმიტომ რომ 80-იან წლებში, საქართველოში ბავშვის უმამოდ გაჩენა იყო ტრაგედიის ტოლფასი - მე ამის მიმღებლობა მაქვს, აბსოლუტურად. დედასთან შეხვედრის ვიდეო ვერ დავდე, იმიტომ რომ მას აქვს სიმსივნე, მძიმე ფორმებში. დედას არ სურს ჩემთან ურთიერთობა, რას ვიზამთ, ყველას არ შეიძლება მოსწონდე და უნდოდე. არ უნდა გამოჩენა და არც ჩემთან კონტაქტი" - ამბობს თამუნა მუსერიძე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისივე თქმით, ბიოლოგიურმა მამამ შვილის არსებობის შესახებ არ იცოდა.

"p.s. რადგან ბევრი კითხვა გაჩნდა, პოსტს ჩავასწორებ და რომელიმე საიტი თუ გააზიარებთ, გთხოვთ სათაურიანად გააზიართ. მამამ არათუ ჩემი არსებობა, არამედ ორსულობაც კი არ იცოდა" - დაწერა თამუნა მუსერიძემ მოგვიანებით.