loader

"ჩემი ვენახისთვის ჩემმა ძმამ აიღო ვალი... დავ­რჩით ასე ყუ­რძნის გა­რე­შე და ვალ-აკი­დე­ბუ­ლი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ვენახისთვის ჩემმა ძმამ აიღო ვალი... დავ­რჩით ასე ყუ­რძნის გა­რე­შე და ვალ-აკი­დე­ბუ­ლი" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, რომ სტი­ქი­ის გამო მისი ოჯა­ხი, რო­მელ­მაც ყვა­რელ­ში ვე­ნა­ხის წეს­რიგ­ში მო­საყ­ვა­ნად ვალი აიღო, მო­სავ­ლი­სა და შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, მის ვე­ნახს, მისი ძმა გი­ორ­გი სა­ა­კაშ­ვი­ლი უვ­ლი­და.

"ვინც არ იცის, ყვა­რელ­ში მაქვს 2 ჰექტრამ­დე ვე­ნა­ხი. მას ჩემი უმ­ცრო­სი ძმა გი­ორ­გი უვ­ლის. შარ­შან აიღო ვალი, რათა წეს­რიგ­ში მო­ეყ­ვა­ნა იქა­უ­რო­ბა. ამ ვა­ლის გას­ტუმ­რე­ბას აპი­რებ­და წლე­ვან­დე­ლი წლის მო­სავ­ლით. სამ­წუ­ხა­როდ ვე­ნა­ხის დიდი ნა­წი­ლი და­ი­სე­ტყვა და დავ­რჩით ასე ყუ­რძნის გა­რე­შე და ვალ-აკი­დე­ბუ­ლი.

ამას იმი­ტომ ვწერ, რომ კა­ხე­ლე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და ელე­მენ­ტა­რუ­ლი საჭ­მლის ფული არ აქვს. ვი­საც არ და­ე­სე­ტყვა იმათ ყუ­რძენს ისეთ დამ­ცი­ნავ ფა­სებ­ში იბა­რე­ბენ, რომ ასე­ვე ძა­ლი­ან უჭირთ ვე­ნა­ხის შე­ნახ­ვა. 26-ში კა­ხე­თის და ჩვე­ნი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის სა­კი­თხიც წყდე­ბა!" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა კა­ხეთ­ში ვე­ნა­ხი შე­ი­ძი­ნა. ყვა­რელ­ში, მდი­ნა­რე დუ­რუ­ჯის პი­რას, ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი სა­ფე­რა­ვი, მწვა­ნე კა­ხუ­რი და ფრან­გუ­ლი პინო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 33 ათა­სი ლარი და­უჯ­და. იქვე აი­შე­ნა სახ­ლი მარ­ნით.

თა­ვის დრო­ზე, რო­დე­საც კი­თხვე­ბი გაჩ­ნდა იმის შე­სა­ხებ, თუ სა­ი­დან შე­ი­ძი­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს ვე­ნა­ხი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა: "სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ყვა­რელ­ში მი­წის ნაკ­ვე­თი პი­რა­დი და­ნა­ზო­გით შე­ი­ძი­ნა. ნა­ხე­ვარ ჰექ­ტარ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხის ფასი 33 ათა­სი ლა­რია, სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა კი 45 ათა­სი ლარი დაჯ­და. შე­ნო­ბის ფარ­თო­ბი 60 კვად­რა­ტულ მეტრს შე­ად­გენს. პრე­ზი­დენ­ტმა სა­კუ­თა­რი ღვი­ნის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ვაზი შე­არ­ჩია, მა­რა­ნი კი სახ­ლის სარ­დაფ­ში გა­ნა­თავ­სა".

ფოტო არქივიდან