სიახლე, რომელიც მძღოლებს ეხება - რა იცვლება "მარშრუტკის" მძღოლებისთვის 2025 წლის 1-ლი ივნისიდან
„ავტობუსები არ გაამართლებს, „მარშრუტკებიც“ კი ცარიელები დავდივართ და ამხელა ავტობუსებს როგორ შეავსებენ? - ხარჯი ძალიან დიდი იქნება“ - ასე ეხმაურებიან დიდუბის ავტროსადგურში მძღოლები 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს.
შეგახსენებთ, რომ როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, ძალაში შედის ვალდებულება, რომელიც გულისხმობს თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდს, თელავს და ასევე, 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე შესაბამის დასახლებებს (ქალაქი, სოფელი, დაბა) შორის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელებას M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ავტობუსი).