"წარმოუდგენელია ასეთი ინფორმაცია დაიმალოს, ზუგდიდში სცენიდან გადმოვარდნილი ბიჭის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება" - ანა წითლიძე
"მეგობრებო, არსად არ დასტურდება ინფორმაცია ზუგდიდში სცენიდან გადმოვარდნილი ბიჭის შესახებ.არც საავადმყოფოებში, არც თვითმხილველებში.წარმოუდგენელია ასეთი ინფორმაცია დაიმალოს და ტყუილი რა საჭიროა ვერ ვხვდები.იქნებ ჯერ გაარკვიოთ და მერე წეროთ," - წერს ანა წითლძე.
„ქართული ოცნება“ „გამაოგნებელ ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, მმართველი პარტიის საარჩევნო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული სცენის კონსტრუქციის დაშლისას ადამიანი გადმოვარდა და გარდაიცვალა.