"ციცინო შურღაიასთან ჯერ რაღაცები კარგად ვერ გავარკვიე" - რას ჰყვება მარიამ ტატანაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავტოავარიის დროს მძიმედ დაშავდა
"ვერ ვხედავ, მხოლოდ დიდ სინათლეებს ვხედავ... ციცინო შურღაიასთან ჯერ რაღაცები კარგად ვერ გავარკვიე" - რას ჰყვება მარიამ ტატანაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავტოავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ცნობისთვის, მარიამ ტატანაშვილი 2021 წელს მეგობრებთან და შეყვარებულთან ერთად ავარიაში მოყვა. მრავალმხრივი ტრავმის გამო მის გადარჩენას არავინ ელოდა, მაგრამ მოხდა სასწაული და მარიამი გადარჩა.
მარიამ ტატანაშვილს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ნოესთან" პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია დაჰპირდა, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდა მარიამისთვის ძველი გარეგნობის დაებრუნებას.
"რაც ჩვენ შეგვეძლება, ყველაფერში დაგეხმარებით უფასოდ. როდესაც თქვენს პრობლემებს გამოვიკვლევთ, შეგვეძლება გითხრათ, რას შეიძლება ველოდოთ. რა თქმა უნდა, გაუმჯობესება გექნებათ და შეიძლება ისეთიც გახდეთ, როგორიც აქამდე იყავით“, - აღნიშნა ციცინო შურღაიამ.
ასევე იხილეთ: როგორ გამოიყურება ოპერაციის შემდეგ მარიამ ტატანაშვილი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ავტოავარიის დროს დაშავდა