ვინ არის ტურისტი, რომელმაც ქართლის დედასთან დაწერილი "Fuck russia" წაშალა და რუსეთის დროშა დახატა
მოქალაქე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ქართლის დედასთან დაწერილი წარწერა "Fuck russia" წაშალა და რუსეთის დროშა დახატა, მუსიკოსი გარეგინ იგივე Gariko მოვსისიანია. ის როსტოვიდან არის და რუსეთის მოქალაქეა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე, რომელიც საქართველოში ტურისტის სტატუსით იმყოფება, ქართლის დედასთან დაწერილ წარწერას "Fuck russia" შლის და რუსეთის დროშას ხატავს. აღნიშნულ ვიდეოს საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. იხილეთ ვრცლად
წყარო: "Ambebi.ge"