loader

"ეს რა სიმახინჯეა, უკეთესი ვერ მოიფიქრეს?!" - სიახლე თბილისის ცენტრში, იმ მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც რუსი ტურისტი ტრაგიკულად დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რა სიმახინჯეა, უკეთესი ვერ მოიფიქრეს?!" - სიახლე თბილისის ცენტრში, იმ მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც რუსი ტურისტი ტრაგიკულად დაიღუპა

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირის ამაღლების სამუშაოები დასრულდა.

ეს ის მიწისქვეშა გადასასვლელია, რომელშიც 27 სექტემბერს ტურისტი არინა გლაზუნოვა ჩავარდა და დაიღუპა. სექტემბრის ბოლოს, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზედაც არინა გლაზუნოვას ბოლო წუთებია აღბეჭდილი.

ორი ახალგაზრდა ქალი, ცეკვა-ცეკვით გზაზე გადადის. ერთმანეთს მობილურებით ვიდეოს უღებენ. ჩართული აქვთ სიმღერა, რომლის სიტყვები „მე მიყვარდა უკანასკნელად, უკანასკნელად... “ ვიდეოს რეფრენად მიჰყვება. მოულოდნელად კადრი ირევა და წყდება. ქალი მიწისქვეშა გადასასვლელის 30 სანტიმეტრი სიმაღლის ჯებირს წამოედო და გადავარდა. ის ვერ გადაარჩინეს.