"ჩემს ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ, ანა გადამირჩინეთ... " - გურჯაანში ტრაგიკულად დაღუპული ელენე მეგრელიშვილის დედა ემოციურ მიმართვას აქვეყნებს
გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული ელენე მეგრელიშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"ჩემს ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ, ილოცეთ ანასთვის. ანა გადამირჩინეთ, დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში, ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან" - წერს ნინო ერემაშვილი
ცნობისთვის, ელენე მეგრელიშვილი 14 ოქტომბერს, კახეთში, გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა, მისი მეგობარი ანა ქართლელიშვილი კი საავადმყოფოში იმყოფება და სიცოცხლისთვის იბრძვის.