loader

"ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ გა­მა­ხა­რა... ჩვენ პრე­ტენ­ზი­ე­ბი გვაქვს თრუ­სო­სა და გუ­დოს ხე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ, ეს ჩვენი ტერიტორიებია“ - ედუარდ კოკოითი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ გა­მა­ხა­რა... ჩვენ პრე­ტენ­ზი­ე­ბი გვაქვს თრუ­სო­სა და გუ­დოს ხე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ, ეს ჩვენი ტერიტორიებია“ - ედუარდ კოკოითი

"ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ გა­მა­ხა­რა. ვი­ფიქ­რე, დიახ, არ­სე­ბო­ბენ ის პროგ­რე­სუ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან რუ­სეთ­თან შეხ­ვედ­რა­ზე წა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მისი პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი სხვა გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს, რომ რუ­სეთ­მა სამ­ხრეთ ოსე­თი­დან და აფხა­ზე­თი­დან თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი უნდა გა­იყ­ვა­ნოს", - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ე.წ. ყო­ფილ­მა ლი­დერ­მა, ედუ­არდ კო­კო­ით­მა გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო მტე­რია.

"სა­ქარ­თვე­ლო დღეს მტე­რია, არც აფხა­ზეთ­თან და არც სამ­ხრეთ ოსეთ­თან დო­კუ­მენტს ხელს არ აწე­რენ. ჩვენ მშვი­დო­ბის­თვის მზად ვართ, მაგ­რამ სა­ნამ მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან დავ­სხდე­ბით, ხელი მო­ვა­წე­როთ დო­კუ­მენ­ტებს ძა­ლის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ.

ჩვენ პრე­ტენ­ზი­ე­ბი გვაქვს და თრუ­სო­სა და გუ­დოს ხე­ო­ბე­ბის შე­სა­ხებ, სა­კითხს სე­რი­ო­ზუ­ლად ვა­ყე­ნებთ, რად­გან ეს ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბია. ეს უბ­რა­ლოდ ტე­რი­ტო­რი­ე­ბია, რო­მელ­თა ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის დათ­მო­ბა მოხ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ­ბობ­და, რომ მზად არი­ან სამ­ხრეთ ოსე­თის­თვის და აფხა­ზე­თის­თვის 10 მი­ლი­ო­ნი ევრო გა­მო­ყონ და სო­ხუ­მი ახალ მო­ნა­კოდ აქ­ცი­ონ. თა­ვი­ან­თი სა­ქარ­თვე­ლო აქ­ცი­ონ მო­ნა­კოდ და ჩვენ რუ­სეთ­თან ერ­თად რო­გორ­მე თა­ვად მოვგვარ­დე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა კო­კო­ით­მა.