"ეს ოცნება არ ყოფილა, ეს მიზანი იყო" - მატილდა გვარლიანი Victoria's Secret-ის კულისებიდან - როგორ ემზადება ტოპ მოედელი შოუსთვის, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება?
მატილდა გვარლიანი Victoria's secret-ის შოუში მიიღებს მონაწილეობას. ის პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria's secret-ის შოუში გამოვა. შოუ რამდენიმე საათში ნიუ იორკში გაიმართება. მანამდე კი "ინსტაგრამზე" stylenotcom კულისებიდან მატილდას პირველ ფოტოს გვიზიარებს და ქართველი ტოპ მოდელის კომენტარსაც აქვეყნებს.
მატილდამ გაიხსენა მომენტი როცა პირველად უყურა Victoria's Secret-ის შოუს. მაშინ ბავშვი იყო და შოუს დედასთან ერთად უყურებდა.
"ეს შოუ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედა უფლებას მაძლევდა, რომ გვიანობამდე არ დამეძინა. შოუს დროს დედაჩემის ქუსლიან ფეხსაცმელებს ვიცვამდი და თითქოს ერთ-ერთი ვიყავი ამ გოგონებიდან", - ამბობს მოდელი.
კითხვას, ოდესმე თუ წარმოიდგენდა, რომ აქ მოხვდებოდა, მატილდა პასუხობს:
"რა თქმა უნდა, ეს ოცნება არ ყოფილა, ეს მიზანი იყო".