რამდენიმე წუთის წინ თბილისში ავარია მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახნენ.
"მთავარი არხის" ვებგვერდის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.