loader

"მერცხალივით ბიჭი დავკრძალეთ დღეს და ამ მზესავით გოგოსაც ვგლოვობთ, არ ვიცი რა ხდება ეს?" - ვიკა ბუკია შოთიკო პეტრიაშვილისა და ელენე მეგრელიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერცხალივით ბიჭი დავკრძალეთ დღეს და ამ მზესავით გოგოსაც ვგლოვობთ, არ ვიცი რა ხდება ეს?" - ვიკა ბუკია შოთიკო პეტრიაშვილისა და ელენე მეგრელიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში ელენე მეგრელიშვილისა და შოთიკო პეტრიაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას ეხმაურება:

"მერცხალივით ბიჭი, შოთიკო პეტრიაშვილი დავკრძალეთ დღეს. და ამ მზესავით გოგოსაც ვგლოვობთ. არ ვიცი რა ხდება ეს? როგორ უნდა გავუძლოთ ამ ლამაზი ახალგაზრდების ტრაგედიებს. როგორ უნდა ვანუგეშოთ მშობლები. ანაზე ვლოცულობ. ღმერთო, გადაარჩინე" - წერს ვიკა ბუკია

ცნობისთვის, პოლიტიკოსს, ალექსი პეტრიაშვილს, რამდენიმე დღის წინ უმცროსი ვაჟი შოთიკო პეტრიაშვილი ტრაგიკულად დაეღუპა.

ასევე ტრაგიკულად დაიღუპა ელენე მეგრელიშვილი, რომელიც კოალიცია "ცვლილებებისთვის" შტაბის წევრი იყო. ის კახეთში, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.