loader

"მე არ დაგიმალავთ, მქონდა მასთან საუბარი და ვთხოვე..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე არ დაგიმალავთ, მქონდა მასთან საუბარი და ვთხოვე..." - რას ამბობს გია ხუხაშვილი სალომე ზურაბიშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით?

დღევანდელი მდგომარეობით, ამ მოდელის გადარჩენის შანსი არის ის, რომ თავად, სალომე ზურაბიშვილი გახდეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ამ გზას ყველაზე ეფექტურად პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაივლის, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობაში მას ყველაზე მაღალი წონა აქვს.

მისი თქმით, მას სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბიშვილი ყოფილიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რაზეც პრეზიდენტი არ ყოფილა კატეგორიული.

თუმცა, ხუხაშვილის თქმით, პრეზიდენტმა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა.

„სალომე ზურაბიშვილთან მქონდა საუბარი. ადამიანურად მესმის თუ რატომ არ უნდა ამ ტვირთის აკიდება. ვუთხარი, რომ ეს საკითხი მარტივად გადაწყვეტილიყო, ამის ფორმულა იყო მისი საკითხი დამდგარიყო. ამ შემთხვევაში პარტიებს არ ექნებოდათ მანევრი და ყველაფერი შეთანხმდებოდა. ნებისმიერი ალტერნატივის შემოტანა რისკების შემცველი იყო. პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ ოპტიმისტურად წამოვედი, რადგან ის არ ყოფილა კატეგორიული იმასთან დაკავშირებით, რომ ის არ განიხილავდა ამ საკითხს. თუმცა, შემდეგ, როგორც ჩემამდე მოვიდა ხმა, ის ამაზე არ იყო თანახმა, ესეც მესმის თუ რატომ და როგორ“,- განაცხადა ხუხაშვილმა.