რას ამბობენ ჯოზეფ ბორელის გზავნილებთან დაკავშირებით ქართული პოლიტიკური მხარეები?
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის გზავნილებს ქართული პოლიტიკური მხარეები გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგი განსაზღვრავს ექნება თუ არა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის შანსი. ამავდროულად, როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, მათ ევროკავშირის მხრიდან სამართლიანი მიდგომის მოლოდინი აქვთ. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ არგუმენტებს მოკლებულია ის ბრალდებები, რომელიც ანტიდემოკრატიული ქმედებებს უკავშირდება.