ვინ იყო 18 წლის ორსული, რომელიც უმძიმეს ავარიას ემსხვერპლა
ქობულეთში ავარიას ორსული ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ხეს შეეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაშავდა მისი მეუღლე. გარდაცვლილი ორსული 18 წლის იყო.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.