რატომ დამარცხდა საქართველოს ნაკრები? - სანიოლმა მიზეზებზე ისაუბრა
ალბანეთთან წაგებული 1:0 მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკეთა.
"როცა ვმარცხდებით, ყველაფერს უარყოფითად ვუყურებთ, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ბურთის კონტროლიც გვქონდა და უფრო მეტი მომენტიც შევქმენით. მეტოქის საჯარიმოში აგრსიულობა დაგვაკლდა. მეტოქემ კი 1 თუ 2 მომენტი შექმნა და გაგვიტანა.
განსხვავებული ტაქტიკით ვითამაშეთ. მოედანზე ბევრი შემტევი იყო და ვუტვდით კიდეც, თუმცა ბოლო პასი, ბოლო დარტყმა გვაკლდებოდა და გოლი ვერ გავიტანეთ. ზოგჯერ ვჩქარობდით კიდეც. დროთა განმავლობაში, ეს შეცდომები უნდა ვისწავლოთ და გამოვასწოროთ. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.
საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე ისე მოხდა, რომ სკამიდან შეტევის გაძლიერების პოტენციალი აღარ გვქონდა., - განაცხადა სანიოლმა.