რას პასუხობს ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სკოლებში ბავშვებს მშობლების პირად მონაცემებს სთხოვენ
„სალომე ზურაბიშვილიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრია. სალომე ზურაბიშვილმა რაც გამოაქვეყნა, სტანდარტული ანკეტაა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში ივსება მოსწავლეების მიერ. წარმოდგენა რომ არ გაქვს პერსონალურ მონაცემებზე და არც იმაზე, როგორ უნდა შეივსოს მოსწავლის ანკეტა, ეს სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამ ხალხს კომპეტენცია არ მოეთხოვება“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.