loader

ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, არის მსხვერპლი, დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი - ეგვიპტეში სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი შეეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი ავარიის კადრები, არის მსხვერპლი, დაშავდა სულ მცირე 20 ადამიანი - ეგვიპტეში სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი შეეჯახა

სამხრეთ ეგვიპტეში, კაიროში მიმავალ სამგზავრო მატარებელს ლოკომოტივი უკნიდან შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის ორი ვაგონი მდინარეში გადავარდა და ნაწილობრივ ჩაიძირა. შეჯახება კაიროდან 270 კილომეტრის დაშორებით, მინიას პროვინციაში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შეჯახების გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.