loader

"ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია... არ ვიცი, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა... ან დააბით ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს" - შორენა ბეგაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია... არ ვიცი, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა... ან დააბით ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს" - შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა "ფეისბუქი" გააუქმა. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"არ მიყვარს პოსტების წერა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვიქნები მხოლოდ "ინსტაგრამზე".

აქ ამდენი გაავებული ქალის ატანა ცოტა რთულია. ყველამ უკეთესად იცის, როგორ უნდა ვიცხოვრო, ვისთან, რატომ, როგორ გამოვიყურებოდე.

ამას კულტურულად ვწერ. რეალურად, რასაც მწერენ, ნახავთ კომენტარებში.

არ ვიცი, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა. ან დააბით ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს. მოკლედ, ეს ჩემი "ინსტაგრამია" - წერს შორენა ბეგაშვილი.