სტალინის ძეგლი, რომელიც შარდავს, ლვოვსა და კიევში დადგეს
ლვოვსა და კიევში იოსებ სტალინის ძეგლი დადგეს, რომელიც შარდავს. აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ორგანიზაცია "საძმოა".
ლვოვში დადგმული ძეგლი ადამიანის სიმაღლისაა და მას "შინელი" აცვია. თავი მუყაოს ქაღალდისგან, ტანი კი ხისგან არის დამზადებული. ფიგურა ოქროსფერი საღებავითაა შეღებილი. სასქესო ორგანოს ადგილას ძეგლს კათეტერი აქვს დამონტაჟებული, საიდანაც წყალი მოედინება. კიევში კი სტალინის ძეგლი ოქროსფერი "ფოლგისგან" არის დამზადებული.
ლვოვში ძეგლი დიდხანს არ "გაუხარებიათ". "საძმოს" წარმომადგენლებს უცნობები მიუახლოვდნენ, რომლებმაც თავი სამართალდამცავებად გაასაღეს და კონსტრუქცია დაშალეს.
როგორც ქალაქის მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს აქცია ლეგიტიმური არ იყო. ორგანიზაციას მათთვის აქციის ჩატარების ნებართვით არ მიუმართავს. ამიტომ ისინი "ხულიგნობის" მუხლით დაისჯებიან.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე