loader

"შენი შვილის უახლოესი მეგობრის ეს საშინელი ამბავი ყოფილა წარმოუდგენელი ტკივილი, ისეთი, რომ მეშინია გული არ გამისკდეს!" - რას წერს შოთიკო პეტრიაშვილის მეგობრის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენი შვილის უახლოესი მეგობრის ეს საშინელი ამბავი ყოფილა წარმოუდგენელი ტკივილი, ისეთი, რომ მეშინია გული არ გამისკდეს!" - რას წერს შოთიკო პეტრიაშვილის მეგობრის დედა

ბუკა პეტრიაშვილის ვაჟის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში შოთიკოს მეგობრის დედა ეხმაურება. პროდიუსერი გვანცა გორდეზიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და შოთიკო პეტრიაშვილს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მის ქალიშვილს კარგი მეგობრობა გაუწია.

„შენი შვილის უახლოესი მეგობრის ეს საშინელი ამბავი ყოფილა წარმოუდგენელი ტკივილი, ისეთი, რომ მეშინია გული არ გამისკდეს! შოთიკო ჩემო ციმციმა, ჩემო ღიმილიანო, ჩემო კეთილო და ნათელო ვერ ვიჯერებ, რომ შენ, რომელსაც ასე გიყვარდა სიცოცხლე, აღარ იქნები ამ სამყაროში და კატოს ყოველ ჩამოსვლაზე არ დამირეკავ, აუ გამოუშვი რა გვანცა კატო ჩემთან ერთად, აუ დატოვე რა გვიანობამდე! მადლობა, რომ ჩემი კატოსთვის ასეთი მეგობარი იყავი შოთიკ!“ – წერს გვანცა გორდეზიანი.

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, "დრო­ას“ წევ­რის ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის ოჯახ­ში. მისი ვაჟი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, შო­თი­კო პეტ­რი­აშ­ვი­ლი აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილს სამი შვი­ლი ჰყავს, ორი ქა­ლიშ­ვი­ლი და ერთი ვაჟი.