"შენი შვილის უახლოესი მეგობრის ეს საშინელი ამბავი ყოფილა წარმოუდგენელი ტკივილი, ისეთი, რომ მეშინია გული არ გამისკდეს!" - რას წერს შოთიკო პეტრიაშვილის მეგობრის დედა
ბუკა პეტრიაშვილის ვაჟის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში შოთიკოს მეგობრის დედა ეხმაურება. პროდიუსერი გვანცა გორდეზიანი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და შოთიკო პეტრიაშვილს მადლობას უხდის იმისთვის, რომ მის ქალიშვილს კარგი მეგობრობა გაუწია.
„შენი შვილის უახლოესი მეგობრის ეს საშინელი ამბავი ყოფილა წარმოუდგენელი ტკივილი, ისეთი, რომ მეშინია გული არ გამისკდეს! შოთიკო ჩემო ციმციმა, ჩემო ღიმილიანო, ჩემო კეთილო და ნათელო ვერ ვიჯერებ, რომ შენ, რომელსაც ასე გიყვარდა სიცოცხლე, აღარ იქნები ამ სამყაროში და კატოს ყოველ ჩამოსვლაზე არ დამირეკავ, აუ გამოუშვი რა გვანცა კატო ჩემთან ერთად, აუ დატოვე რა გვიანობამდე! მადლობა, რომ ჩემი კატოსთვის ასეთი მეგობარი იყავი შოთიკ!“ – წერს გვანცა გორდეზიანი.
ტრაგედია დატრიალდა წუხელ ყოფილი მინისტრის, "დროას“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში. მისი ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ალექსი პეტრიაშვილს სამი შვილი ჰყავს, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი.