სალომე ზურაბიშვილის სპეციალური ბრიფინგი - რა თქვა პრეზიდენტმა?
მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოთხმა პარტიამ, რომლებთანაც მას ჰქონდა შეხვედრები დაადასტურეს, რომ ქარტიის ერთგულები არიან.