"აორტა ჰქონდა გაგლეჯილი, აივანზე გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად" - ტრაგედია ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში
ტრაგედია დატრიალდა ყოფილი მინისტრის, "დროას“ წევრის ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში. მისი ვაჟი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადმოვარდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგედია წუხელ მოხდა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი გვიან ღამით, სოლოლაკში საკუთარი სახლის აივანზე გამოვიდა სიგარეტის მოსაწევად და მესამე სართულიდან გადმოვარდა (აივანს დაბალი მოაჯირი აქვს).
მას აორტა ჰქონდა გაგლეჯილი. ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. შოთიკო ახლახან შესრულდა 18 წლის. მისი ახლობელ-ნათესავები ახალგაზრდას ძალიან დადებითად ახასიათებენ და სიყვარულით მოიხსენიებენ.