loader

„სად იყო ეს კაცი აქამდე? მკვდარი გაცოცხლდა?“ - ნიკა გილაური კითხვებს პასუხობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„სად იყო ეს კაცი აქამდე? მკვდარი გაცოცხლდა?“ - ნიკა გილაური კითხვებს პასუხობს

ნიკა გილაური ვრცელი Facebook პოსტით კითხვებს პასუხობს: "ჩემო ძვირფასო Facebook-მეგობრებო პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 5 ოქტომბერს მოხვედით ჩემს საჯარო შეხვედრაზე. ძალიან გამეხარდა ის, რომ ჩემმა საჯარო გამოჩენამ ამხელა დაინტერესება გამოიწვია.განსაკუთრებით გააქტიურდნენ ტროლ-ბოტები :)). სინამდვილეში, ძალიან მარტივია მათი ამოცნობა და თხოვნა მაქვს, რომ მათ კომენტარებზე არ გავღიზიანდეთ.

ტროლ-ბოტების არსებობაც ხომ რაოდენ მძიმეა - მინიმალური შემოსავლის სანაცვლოდ მათ უწევთ დიდი ღვარძლის და ბოღმის ნთხევა. ჩემი ღია ლექციის მთავარი მიზანი კი ზუსტად ის იყო, რომ მოსახლეობის შემოსავალი ისე გაიზარდოს, რომ ამ ტროლ-ბოტებსაც კი მაღალანაზღაურებადი და ბევრად უფრო საინტერესო სამუშაო

ქონდეთ. ისინი კი სამწუხაროდ სწორედ ამის გაპროტესტებას და აბუჩად აგდებას ცდილობენ :))ტროლ-ბოტების ასეთი გააქტიურება მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მართლა დროული იყო ეს ღია შეხვედრა და მართლა ბევრი ჩააფიქრა ჩვენი ქვეყნის რეალურ პერსპექტივაზე, რომელიც შეიძლება ხელიდან გავუშვათ.რაც შეეხება კონკრეტულ კომენტარებს/კითხვებს (მათ შორის ტროლ-ბოტების კითვებსაც), მსურს მათ მოკლედ გამოვეხმაურო:1. „სად იყო ეს კაცი აქამდე? მკვდარი გაცოცხლდა?“მინდა გითხრათ, რომ არსად წავსულვარ და ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩემს მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად ვაშენებდი

საკონსულტაციო კომპანია რეფორმატიკსს (შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდი www.reformatics.com). კომპანიის მიზანი ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელებაში მთავრობების დახმარებაა. ამ პერიოდის განმავლობაში 30-მდე ქვეყანაში განვახორციელეთ ასეთი ტიპის პროექტები. ჩვენ წარმატებულად ვიმუშავეთ და დღემდე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების მთავრობებთან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ჩვენი დახმარებით ძალიან ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარეს ამ ქვეყნებმა და ძალიან ბევრი ჩვენც ვისწავლეთ მათგან. ამ ბოლო 12 წელიწადში მოვახერხეთ და რეგიონალური, ძალიან ძლიერი კომპანია ჩამოვაყალიბეთ, რომელსაც ოფისები აქვს (და ახლა გახსნის პროცესში ვართ) 7

ქვეყანაში (კავკასია, ცენტრალური აზია, ახლო აღმოსავლეთი, თურქეთი) და ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული დამატებით კიდევ 30 ქვეყანაში ოფისების გახსნაზე. ჩვენი საქმიანობით საქართველოს წარმატებული გამოცდილება უფრო ცნობადი და დაფასებული გავხადეთ ქვეყნის გარეთ და რეალურად ქართული რეფორმების ექსპორტი განვახორციელეთ. ბოლო ხანებში მთავრობების გარდა ხელშეკრულებები გავაფორმეთ რამოდენიმე გლობალურ კომპანისთან მათი

ინეტრესების წარმოსადგენად მთავრობებთან ურთიერთობებში, რაც ძალიან სასიხარულო და საინტერესოა. ასევე მრავალი წლის განმავლობაში გვქონდა ხელშეკრულება მაკკინზისთან (საკონსულტაციო ინდუსტრიის გლობალურ ლიდერთან) და ერთად ბევრი წარმატებული პროექტი გვაქსვ განხორციელებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში საქართველოში ჩვენი კონსულტაციების მიმართ დაინტერესება არ იყო, ჩვენ ყოველთვის ვადევნებდით თვალს და ვაანალიზებდით არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. მათ შორის, შევიმუშავეთ და საჯაროდ ხელიმისაწვდომი გავხადეთ ჩვენი ხედვა და ანტი-კრიზისული გეგმა COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების დაძლევასთან დაკავშირებით.

ასევე შევიმუშავეთ და ამ დღეებში გამოვაქვეყნებთ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმას.2. „ნეტაი ერთი რა გააკეთე მთავრობაში რომ იყავი მაშინ?“ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმა გავატარეთ მე და ჩემმა გუნდმა. ყველას არ დავასახელებ, შორს წაგვიყვანს, მაგრამ თალსაჩინოებისთის რამდენიმეს ჩამოვთვლი:•

2004 წელს, როდესაც ენერგეტიკის მინისტრად დავინიშნე საქართველო ზამთრის თვეებში ელ.ენერგიით თითქმის არ მარაგდებოდა (ეს ახალ თაობას არ ემახსოვრება) და თბილისშიც კი, რომ არაფერი ვთქვათ რეგიონებზე, თითქმის ყოველდღიურად ითიშებოდა დენი. ჩემი დანიშვნის დღეს ენერგეტიკის სამინისტროსთან იდგნენ მომიტინგეები და ითხოვდნენ არა 24 საათიან ელ. მომარაგებას, არამედ 2-3 საათიანი გრაფიკის წინასწარ ცოდნას. არავის წარმოედგინა, რომ 24 საათიანი ელ.მომარაგება შესაძლებელი იყო. თან იმას ამბობდნენ, რომ 21-ე საუკუნეში დენის პრობლემა როგორ ვერ უნდა გადაწყდესო. სინამდვილეში 90-იანი წლების დასაწყისიდან ეს უმნიშვნელოვანესი პრობელმა ვერავინ მოაგვარა. არადა ელ.ენერგიის გარეშე წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება. ჩემი მინისტრობის მეორე წლის ბოლოს

საქართველოში იყო არა მხოლოდ 24 საათიანი ელ.მომარაგება, არამედ ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტიორი გახდა. 2 წლის გნამავლობაში არც ახალი სადგური აშენებულა და არც ახალი გადამცემი ხაზები. მხოლოდ კორუფციის აღმოფხრით, არსებული გენერაციის წყაროების რეაბილიტაციით და შესაბამისი რეფორმებით მოხერხდა 24 საათიან ელ.მომარაგებაზე გადასვლა (მათ შორის ტარიფის გაზრდაც იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რათა ენერგეტიკაში გაწეული ხარჯების და აუცილებელი ინვესტიციების დაფინანსება მომხდარიყო).• ფინანსთა მინისტრობის დროს (2007-2008 წლებში) განვახორციელეთ საბაჟოს რეფორმირება და იქაც კორუფციის თითქმის სრულად აღმოფხვრა. ასევე, პირველად საქართველოს ისტორიაში, ხაზინის ფინანსური აქტივების მოცულობამ 1,3 მილიარდ ლარს გადააჭარბა (რაც ზუსტად 10-ჯერ მეტი იყო იმასთან შედარებით რაც წინამორბედისგან ჩავიბარე).• ჩემი პრემიერად წარდგენის დროს, 2009 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მინუს 9% იყო, ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ქვეყანა მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინ იდგა.

პრემიერობიდან რომ წამოვედი 2012 წელს, იმ კვარტალში ეკონომიკური ზრდა +8% იყო. ასევე, 2006-2013 წლებში საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნეს კეთების რეიტინგში 112-ე ადგილიდან მე-9 ადგილზე გადავიდა და ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა ამხელა ნახტომს აკეთებს და ასეთ მოკლე დროში საუკეთესო ათეულში შედის. და ბოლოს - 2004-2012 წლებში ქვეყნის ეკონომიკა გაოთხმაგდა - ერთ მოსახლეზე 1,000 აშშ დოლარიდან 4,500 აშშ დოლარამდე გაიზარდა და ამ პერიოდში საშუალო წლიური ზრდა 18%-ზე მეტი დაფიქსირდა (აშშ დოლარში, ნომინალში). ამ პერიოდში საქართველო მე-11 ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა იყო მსოფლიოში. აღარაფერს ვამბობ პენსიების, ხელფასების ზრდაზე და ინვესტიციების მოზიდვაზე.

3. „ამან არ გაყიდა ენერგეტიკა რუსებზე?“ჩემი მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში არცერთი ენერგეტიკული ობიექტი არ გაყიდულა რუსულ კომპანიებზე. ენერგეტიკის მინისტრად რომ დავინიშნე, „ინტერ რაო“ უკვე ფლობდა თელასს, ხოლო დანარჩენი სადისტრიბუციო ქსელი და ჰესები გაიყიდა ევროპულ, კონკრეტულად ჩეხურ კომპანია ენერგო-პროზე, რომელიც დღემდე ფლობს ამ აქტივებს. ასევე ამ პერიოდში ხელი მოეწერე ბევრ ხელშეკრულებას რომლის შედეგადაც შემდგომ წლებში საქართელოში აშენდა ბევრი ჰესი, ზოგ შემთხვევაში კი დღევანდელმა მთავრობამ შეაჩერა ამ ჰესების მშენებლობა სადაც ინვესტორები უნდა ყოფილყვნენ თურქული, ევროპული, ამერიკული, სამხრეთ კორეული და ინდური უმსხვილესი კომპანიები.

4. „ამ პლატფორმის და შუა კორიდორის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შენი პრემიერობის დროს არ იყო?“კი, მაშინაც არსებობდა რეგიონალური პლატფორმის და შუა კორიდორის განვითარების იდეა, მაგრამ მაშინ რეგიონში სხვა სიტუაცია იყო და სხვა ქვეყნები არ იყვნენ მოწადინებული ამ პროექტის განვითარებაში.

ახლა კი სულ სხვა მდგომარეობაა და ამჯერად მხოლოდ საქართველოა ამ ინიციატივის მუხრუჭი.5. „ეს ის არ არის საქართველოს ბანკი რომ მიიტაცა?“არასოდეს ყოფილა საქართელოს ბანკი არც ჩემი და არც ჩემი ოჯახის წევრების მფლობელობაში. საქართველოს ბანკი ლონდონის ბირჟაზე განთავსებული ფინანსური ინსტიტუტია, რომლის აქციებსაც ფლობენ მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები, როგორებიცაა Fidelity Investments, Vanguard Group, Standard Life Investments და სხვა ამერიკული და ევროპული ფონდები.

ჩემი ძმა იყო ამ ბანკში აქციონერების მიერ დაქირავებული ფინანსური დირექტორი 2004-2006 წლებში და გენერალური დირექტორი და/ან სამთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე 2006-2018 წლებში. მას, ისევე როგორც საქართველოს ბანკის მენეჯმენტის არსებულ და ყოფილ წევრებს, ანაზღაურების ნაწილი ქონდა ბანკის აქციების სახით, ბანკის საქმიანობის შედეგებიდან გამომდინარე, საბონუსო სისტემის მიხედვით. ეს ინფორმაცია გამჭვირვალეა და ყველა მსურველს შეუძლია ბანკის ვერბ-გვერდზე იხილოს.6. „ამან არ წაიღო დიდი ფული მთვარობაში ყოფნისას?

“პრემიერ-მინისტრობიდან წამოვედი მინუს 9,000 დოლარით ჩემს ანგარიშზე. შემდეგ ვიყავი საპარტნიორი ფონდის დირექტორი მართლა მაღალი ხელფასით, ოღონდ ამ პოსტზე მომიწია მუშაობა მხოლოდ 3-4 თვე. საჯარო სამსახურის წამოსვლისას მქონდა ძალიან კარგი კონტაქტები რეგიონში, და წარმატებული ეკონომიკური რეფორმების გამტარებლის სახელი. შესაბამისად ჩემ მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ საკონსულტაციო ბუტიკური კომპანია „რეფორმატიქსი“ - როგორც მთავრობების ეკნომიკური რეფორმების კონსულტანტი და ქართული რეფორმების ექპორტიორი კომპანია. ამ ექსპერიმენტმა გაამრთლა კიდეც. დღეს, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენს კომპანიას 7 ქვეყანაში აქვს ოფისები,

30-მდე ქვეყნაში გვაქვს განხორციელებული პროექტები და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი საკონსულტაციო კომპანიაა ჩვენ რეგიონში. პროექტების საკმაოდ დიდ ნაწილს რეფორმატიკსის უცხოური ოფისები ახორციელებენ. მთელი ჩვენი საქმიანობა რომ საქართველოს კომპანიით გაგვეხორციელებინა, რეფორმატიკსი ინტელექტუალური საკუთრების ყველაზე დიდი ექსპორტორი კომპანია იქნებოდა საქართველოში. გარდა ამისა, ამ კომპანიიდან მიღებული თანხებით ჩემს პარტნიორებთან ერთად ავაშენე 3 მცირე ჰესი სვანეთში"- წერს ნიკა გილაური სოციალურ ქსელში.