loader

გივი თარგამაძის პირველი კომენტარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გივი თარგამაძის პირველი კომენტარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

"ცინიზმი ამ ყველაფერის არის ის, რომ ერთი ტერაქტით ორ არჩევნებზე უნდათ ზემოქმედება..." - ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი გივი თარგამაძე საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გივი თარგამაძეზე თვალთვალი, თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ დარჩო ხეჩუაშვილს მიხეილ სააკაშვილმა დაავალა.

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა აღნიშნა.

როგორც პროკურორმა განაცხადა, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.

ვიდეო: "ფორმულა"