loader

"იცოდით? მგონი, კითხულობთ ამას ახლა და არ გჯერათ..." - რას წერს რომან გოცირიძე პენსიასთან დაკავშირებით? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იცოდით? მგონი, კითხულობთ ამას ახლა და არ გჯერათ..." - რას წერს რომან გოცირიძე პენსიასთან დაკავშირებით?

"ვამხილოთ მათი მორიგი სიცრუე, თითქოს "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში პენსია სამჯერ გაიზარდა" - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის თორმეტწლიან პერიოდში პენსია მხოლოდ 62 ლარით გაიზარდა.

"სადაც კი რამეს ჩართავ, რაშიც დენი გადის, ყველა საინფორმაციო ყუთიდან ატყუებს ხალხს “ქართული ოცნება”. საოცარია, რომ საპასუხო ნათელი არგუმენტებით არ ვესაუბრებით ჩვენს მოქალაქეებს მრავალი წელია. კი, ვამბობთ, რომ ასე არაა, მაგრამ ეს არასაკმარისია.

ვამხილოთ მათი მორიგი სიცრუე, თითქოს მათი მმართველობის პერიოდში პენსია გაიზარდა სამჯერ.

"ქართული ოცნების" მმართველობის თორმეტწლიან პერიოდში რეალური პენსია გაიზარდა მხოლოდ 62 ლარით. იცოდით? მგონი, კითხულობთ ამას ახლა და არ გჯერათ.

2012 წელს პენსია იყო 125 და 140 ლარი. 2024 წელს 315 და 415 ლარია. მართლა სამჯერ გაიზარდა? არა, რა თქმა უნდა.

ამ მონაცემებითაც კარგად ჩანს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის 12 წლის განმავლობაში საბაზო პენსია გაიზარდა მხოლოდ 190 ლარით.

დღევანდელი პენსიის მსყიდველობითუნარიანობა 2012 წლის ფასები მიხედვით, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით არის 187 ლარი. სინამდვილეში, რეალური პენსია გაიზარდა 62 ლარით, ანუ მხოლოდ 50 პროცენტით", - წერს რომან გოცირიძე.