loader

"არ შეიძლება გადმოიცეს ეს ემოცია... მგონი, ფილმი იყო" - ვრცელდება ემოციური კადრები: რა ვითარებაში შეიტყო 20 წლის გოგომ მისი საპატიმროდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ შეიძლება გადმოიცეს ეს ემოცია... მგონი, ფილმი იყო" - ვრცელდება ემოციური კადრები: რა ვითარებაში შეიტყო 20 წლის გოგომ მისი საპატიმროდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია

ქალმა მსჯავრდებულებმა თავიანთი შექმნილი სამოსის ჩვენება გამართეს.

განსაკუთრებულად ემოციური ღონისძიების ფინალი აღმოჩნდა. ჩვენების დასასრულს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე მსჯავრდებული, 20 წლის მარიკო, რომელსაც სასჯელის მოსახდელად 2 წელი ჰქონდა დარჩენილი, „ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ქალმა მსჯავრდებულებმა ტანსაცმლის მოდელები და ხელნაკეთი აქსესუარები საკუთარი დიზაინით შექმნეს და საზოგადოებასა და ჟიურის წევრებს პროფესიონალ მოდელებთან ერთად, თავადაც წარუდგინეს. სამოსისა და სამკაულების დამზადება პატიმრებმა №5 პენიტენციურ დაწესებულებაში „მოდის დიზაინის პროგრამის“ ფარგლებში შეისწავლეს, რომელიც „ბიდისი აკადემიამ“ და ორგანიზაცია „ლიდერ ქალთა საზოგადოებამ“ უსასყიდლოდ განახორციელა. ჩვენება აღნიშნული ორგანიზაციების მხარდაჭერითა და იუსტიციის სამინისტროს ხელშეწყობით გაიმართა.

"უპრეცედენტო შემთხვევის მომსწრე გავხდით. პირველად მსჯავრდებულ ქალთა დეფილე წარმატებით კი არ ჩატარდა, არამედ ერთ -ერთი პატიმრის სცენაზევე გათავისუფლებით. დასრულდა... არ შეიძლება გადმოიცეს ეს ემოცია... მგონი, ფილმი იყო ..." - წერს "ლიდერ ქალთა საოზგადოების" დირექტორი ნათია შათირიშვილი.

ასევე იხილეთ: "20 წლის ქართველი პატიმარი გოგო პირდაპირ დეფილეზე გაათავისუფლეს" - მსჯავრდებულის ემოციები და პირველი კომენტარი მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ