loader

"20 წლის ქართველი პატიმარი გოგო პირდაპირ დეფილეზე გაათავისუფლეს" - მსჯავრდებულის ემოციები და პირველი კომენტარი მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"20 წლის ქართველი პატიმარი გოგო პირდაპირ დეფილეზე გაათავისუფლეს" - მსჯავრდებულის ემოციები და პირველი კომენტარი მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ

"20 წლის ქართველი პატიმარი გოგო პირდაპირ დეფილეზე გაათავისუფლეს" - ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, მსჯავრდებული, "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე გათავისუფლდა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორი წერს, 20 წლის ქართველ პატიმარ გოგოს სასჯელის მოსახდელად 2 წელი ჰქონდა დარჩენილი.

"ეს არის 20 წლის მარიკო. უსაყვარლესი გოგო, რომელიც მოხდა ისე, რომ აღმოჩნდა ციხეში... სამწუხაროდ, არავინ იცის როდის, რა შეიძლება მოგვივიდეს. მე ვარ ორგანიზატორი ამ ღონისძიების, რომელიც უპრეცედენტოა.

ჩატარდა "ლიდერ ქალთა საზოგადოების" ინიციატივით და იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და საპატრიარქოს მხარდაჭერით.

ჩვენ გამოვიყვანეთ N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 20 მსჯავრდებული რამდენიმე საათით და მათ მიიღეს მონაწილეობა დეფილეში მათივე შეკერილი ლუქებით. რაც ბუნებრივია, ჩვენ დავაორგანიზეთ... და მოხდა საოცრება... ღონისძიების ბოლოს სასჯელაღსრულებამ მიიღო გადაწყვეტილება და მარიკო გაათავისუფლა. დარჩენილი ჰქონდა 2 წელი"...

ვიდეო: @mariaart222222_eva