loader

"7 ოქტომბერს, საღამოს, ამ სტადიონის "ვიპ დარბაზის" უკან მდებარე დარბაზში შეკრება იყო, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ იყო ორგანიზებული" - გიგი უგულავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"7 ოქტომბერს, საღამოს, ამ სტადიონის "ვიპ დარბაზის" უკან მდებარე დარბაზში შეკრება იყო, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ იყო ორგანიზებული" - გიგი უგულავა

7 ოქტომბერს, საღამოს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 250-დე ადამიანი დაესწრო - საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე, რომელიც ცნობილია „ზონდერ-ჯგუფების“ ხელმძღვანელად. შეკრების მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო, კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ ქ. ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონის მიმდებარედ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაში სსიპ-ებისა ა(ა)იპების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.