loader

"3 საათის განმავლობაში გარეთ თითქოს ინგრეოდა ყველაფერი, ასეთი შეგრძნება იყო" -  რას წერს ფლორიდაში მცხოვრები ქართველი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"3 საათის განმავლობაში გარეთ თითქოს ინგრეოდა ყველაფერი, ასეთი შეგრძნება იყო" -  რას წერს ფლორიდაში მცხოვრები ქართველი?

"3 საათის განმავლობაში გარეთ თითქოს ინგრეოდა ყველაფერი, ასეთი შეგრძნება იყო" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფლო­რი­დის ქა­ლაქ ტამ­პა­ში მცხოვრები ქარ­თვე­ლი თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი წერს.

მისი თქმითვე, დასუსტებული "მილტონი", მეორე კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხლის სტატუსით, ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიდის.

"ახლაც გადაუღებლად წვიმს, თუმცა ქარი შესუსტდა და წვიმამაც იკლო. ალბათ, დილამდე ყველაფერი მორჩება.

დასუსტებული "მილტონი", მეორე კატეგორიის სიმძლავრის ქარიშხლის სტატუსით, ფლორიდის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიდის.

ტამპასა და მიმდებარე ქალაქებში უშუქოდაა დარჩენილი 1.6 მილიონზე მეტი ადამიანი.

საბედნიეროდ, ჩვენთან შუქი არ ჩამქრალა.

შეიძლება ითქვას, ჩვენთვის ყველაფერმა მშვიდად და უმტკივნეულოდ ჩაიარა.

თუ როგორ დააზიანა ქარიშხალმა რეგიონი, დილას გვეცოდინება.

უკვე ისე მიწყნარდა, რომ მშვიდად დაძინება შეიძლება. მადლობა ყველას ყურადღებისა და ემოციური მხარდაჭერისთვის" - წერს თაზო კუპ­რე­იშ­ვი­ლი.