loader

დანგრეული სახლები და წყალში მოცურავე ავტომობილები, არიან გარდაცვლილები - დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დანგრეული სახლები და წყალში მოცურავე ავტომობილები, არიან გარდაცვლილები - დამანგრეველი ქარიშხალი ფლორიდაში

აშშ-ში, შტატ ფლო­რი­დას მე-3 კა­ტე­გო­რი­ის ქა­რიშ­ხა­ლი “მილ­ტო­ნი“ და­ა­ტყდა თავს. ფლო­რი­დის სენტ-ლუ­სი­ის ოლ­ქში სტი­ქი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი უკვე და­ფიქ­სირ­და.

უც­ნო­ბია გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი, თუმ­ცა ფლო­რი­დის სენტ-ლუ­სი­ის ოლ­ქის შე­რი­ფის გან­ცხა­დე­ბით, არის და­ღუპ­ვის “მრავ­ლო­ბი­თი შემ­თხვე­ვა“, ხოლო ტე­რი­ტო­რია მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

“მილ­ტონს აქვს პო­ტენ­ცი­ა­ლი, იყოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­მან­გრე­ვე­ლი ქა­რიშ­ხა­ლი და­სავ­ლეთ-ცენ­ტრა­ლურ ფლო­რი­და­ში“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის ქა­რიშ­ხლე­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა.

ქა­რიშ­ხალ­მა მთელ შტატ­ში ტორ­ნა­დო­ე­ბი გა­მო­იწ­ვია, ძლი­ე­რი ქა­რი­სა და წვი­მის გამო, მი­ლი­ონ მომ­ხმა­რე­ბელს ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ასო­ბით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­თან ერ­თად, თავს სა­ერ­თო თავ­შე­საფ­რებს აფა­რებს.