"ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო" - რას ყვება გარდაცვლილ 8 თვის ორსულ ქალზე თანასოფლელი?
4 ოქტომბერს მარტვილში, სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სწრაფად მოძრავი ავტომობილი ორსულ ქალს დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 40 წლის ნანა ბასილაია ქუჩას კვეთდა.
ტრაგიკულად დაღუპული ნანა ბასილაიას თანასოფლელი Ambebi.ge-ს უყვება, რომ „ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა.
"ნანა მეორე შვილზე რვა თვის ორსულად იყო. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალი მალევე გადაიყვანა ქუთაისის კლინიკაში. ექიმებმა მაშინვე თქვეს, რომ ნანას ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელი იყო“, - ამბობს გარდაცვლილი ქალის თანასოფლელი.
ვრცლად: ambebi.ge