"ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ "ოცნება" ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს" - გიორგი გახარია
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია - ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ „ოცნება“ ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და სტრატეგიული მიზანი" - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.