loader

უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის დღეს, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის დღეს, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება

ქართველი გულშემატკივრებისთვის 11 ოქტომბერს, რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანი დამონტაჟდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.

„თამაშის დაწყებამდე, გულშემატკივრობის მუხტს ჰიპ-ჰოპის შემსრულებლები გააძლიერებენ. გარდა ამისა, მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კონკრეტული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციისთვის, უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთის ქალაქ პოზნანში იმართება. ქართველი გულშემატკივრები უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას შეძლებს, რომელიც თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.