"ჩემი ცხოვრება მამობის შემდეგ მთლიანად შეიცვალა..." - რას ჰყვება ხვიჩა კვარაცხელია შვილთან დაკავშირებით?
ხვიჩა კვარაცხელიამ „ფიფას“ ოფიციალურ საიტთან მიცემულ ინტერვიუში მამობასთან და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით ისაუბრა:
"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად მამობის დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ჩემი ვაჟის დაბადებამ დიდი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველი დღე უფრო ბედნიერია და ვიმედოვნებ, ყველას ექნება ამ ბედნიერების განცდის შესაძლებლობა საკუთარ ცხოვრებაში.
უფრო მეტად მოტივირებულად ვგრძნობ თავს. უფრო მეტ მუშაობას იწყებ, რადგან იცის, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, შენი შვილისთვისაა. ვიცი, როცა გაიზრდება, ამ ყველაფერს ნახავს და ეს მაბედნიერებს, ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ეს ემოციები უფრო ძლიერს მხდის. ვცდილობ, მათ თავი მოედანზე მოვუყარო და ამიტომაც ვუძღვნი გატანილ გოლებს ჩემს შვილს, რომ როცა გაიზრდება, ნახოს. იმედი მაქვს, რომ ისიც ფეხბურთელი იქნება…" - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ