loader

ცნობილია, ლაგოდეხში უმძიმესი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა - ვრცელდება მძიმე კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, ლაგოდეხში უმძიმესი ავარიის დროს დაღუპულების ვინაობა - ვრცელდება მძიმე კადრები

უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ლაგოდეხში მოხდა. დიდი სიჩქარით მიმავალი "ბმვ"-ს მარკის ავტომანქანა საპირისპირო მიმართულებით მომავალ "მერსედესს" შეასკდა და შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, სამწუხაროდ, ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ორი დაშავებული კი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ დაშავებულების გადასარჩენად.

გარდაცვლილი ოლეგ ლომიძე და კახა კორაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩადუნიანში ცხოვრობდნენ. ისინი ლაგოდეხში მეგობართან დაბადების დღეზე მიდიოდნენ. ცოდნისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფელი ჩადუნიანი და ვესაუბრეთ მერის წარმომადგენელს, ბატონ ზურაბ გამხარაშვილს:

- ძალიან მძიმე ამბავი მოხდა წუხელ, მთელი ღამე იქ გავათენეთ, სამწუხაროდ, ჩვენი მაცხოვრებლები არიან გარდაცვლილი ახალგაზრდები - კახა კორაშვილი და ოლეგ ლომიძე. სოფელ ჩადუნიანში ცხოვრობენ. ბიჭები მეგობართან დაბადების დღეზე სრულიად ფხიზლები მიდიოდნენ. სოფელ გელათთან, მთავარ ავტომაგისტრალზეა მომხდარი ეს დიდი უბედურება. ვინც დაეჯახა, ის მანქანა ლაგოდეხიდან აქეთ მოდიოდა, სტუმრები ყოფილან, გასვენებაში ჩასულები და იქიდან უკან ბრუნდებოდნენ. ლაგოდეხიდან მომავალი "ბმვ" დაეჯახა ლაგოდეხში საპირისპირო მიმართულებით მიმავალ "მერსედესის" მარკის ავტომობილს, რომელშიც ჩვენი თანასოფლელი ბიჭები ისხდნენ. განაგრძეთ კითხვა