"წამორტყმასთან დაკავშირებით, ადრეც მქონდა საუბარი, მაგრამ..." - რას ამბობს იმ ბავშვის მამა, რომლის შვილიც ცეკვის მასწავლებელმა სცემა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის მასწავლებელს, რომელმაც 12 წლის მოზარდი სცემა.კადრები "ბათუმელებმა" გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად და ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ.
მასწავლებელი, რომლის კადრებმა დილიდან სოციალური ქსელები მოიცვა, მერაბ დოლიძეა. მას ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს.