"ცუდი მშობლები ხართ ისინი, ვინც, ვიღაც ნაბი**არს იცავთ და საკუთარ შვილებს - არა!" - ბაია პატარაია
უფლებადამცველი ბაია პატარაია ბათუმში ცეკვის მასწავლებლის მიერ ბავშვის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა - პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. მე არ მესმის, რატომ არ უნდა დაიცვა საკუთარი შვილი, რატომ უნდა აცემინო ვიღაც მამაძაღლს.
ვინ დაიცავს ბავშვს, საკუთარი მშობელი თუ არ დაიცავს?! ვის და რას აფარებთ ხელს საკუთარი შვილების ხარჯზე?!
ცუდი მშობლები ხართ! ცუდი მშობლები ხართ ისინი, ვინც, ვიღაც ნაბი**არს იცავთ და საკუთარ შვილებს - არა!
მორღვეული გაქვთ მორალიც და ღირებულებებიც! ავადაა საზოგადოება, რომელიც მოძალადეს იცავს და ბავშვს - არა!"- წერს ბაია პატარაია.