"აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია" - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტში კენჭი დღეს უნდა უყარონ, „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია“.
ამ საკითხზე პაპუაშვილმა პარტიის ოფისში პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ამგვარი რეზოლუციის მიღება „ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენის მცდელობაა“.
მისი თქმით, აღმაშფოთებელია რეზოლუციის ის ნაწილი, რომელშიც მოთხოვნილია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციის დაწესება, ხოლო სამარცხვინოა რეზოლუციის ჩანაწერი მიხეილ სააკაშვილზე. ამასთან, პაპუაშვილი უცხოელ აქტორებს მოუწოდებს, „პატივი სცენ არჩევნების გარე გავლენებისგან თავისუფლად ჩატარების სუვერენულ უფლებას“.