loader

დაიღუპა შვიდი ადამიანი, ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ - სირიის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიღუპა შვიდი ადამიანი, ნანგრევებში მოყოლილებს ისევ ეძებენ - სირიის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

სირიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ დამასკოში, საცხოვრებელ კორპუსზე საჰაერო თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. უწყების ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს კვლავ ეძებენ. თავდასხმა დამასკოს იმ უბანში განხორციელდა, სადაც საელჩოები და უსაფრთხოების სამსახურების შტაბბინებია განთავსებული. მედიის ინფორმაციით, შენობის პირველი რამდენიმე სართული, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, სრულად განადგურდა. ამასთან, დაზიანებულია ოცამდე ავტომობილიც. პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ ისრაელმა გასული კვირის ხუთშაბათს ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად ჰაშემ საფიედინის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელსაც, სავარაუდოდ, „ჰეზბოლას“ ყოფილი ლიდერი, ჰასან ნასრალა უნდა ჩაენაცვლებინა. ისრაელმა ჰასან ნასრალას ლიკვიდაცია 27 სექტემბერს ბეირუთზე ავიაიერიშის დროს განახორციელა.