მკვლელობა ქობულეთში - 60 წელს გადაცილებული მამაკაცი, არსებული ინფორმაციით მეზობელმა მოკლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას მოჰყვა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული.
ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.