loader

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვრეპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვრეპლა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ინფორმაციას "ჰერეთი" ავრცელებს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ გელათთან მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 60 წლის მამაკაცი, ხოლო ორი პირი მძიმედ დაშავდა, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ერთი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც მომხდარ ფაქტს სწავლობს.